საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ წერილი 9 თებერვლით თარიღდება.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 8 თებერვალს ჩატარდა.
მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტი დღეს იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.