პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.
წულუკიძეებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.
რეზო და ფირუზ წულუკიძეებს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები გასულ წელს შეიწყალა, თავისუფალია ელდარ ანთაძეც.
დღეს, 23 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 პირი შეიწყალა.