spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პრიგოჟინი – რუსმა ჯარისკაცებმა ჩვენი მებრძოლები გაანადგურეს, დაისჯება ყველა, “ვაგნერი” ემზადება ამ ბოროტების შესაჩერებლად

რუსმა ჯარისკაცებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს “ვაგნერზე”, რის შედეგადაც მრავალი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ “ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ვაგნერი” ბოროტად მოატყუეს და ცდილობდნენ ტერიტორიების ოკუპაციის შესაძლებლობის წართმევას.

 

“დღეს, როცა დაინახეს, რომ არ ვართ გატეხილი, განახორციელეს დარტყმები, სარაკეტო თავდასხმები ჩვენს ზურგის ბანაკებზე. დიდი რაოდენობით ჩვენი მებრძოლები, ჩვენი თანამებრძოლები დაიღუპნენ. ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ ვუპასუხოთ ამ სისასტიკეს. შემდეგი ნაბიჯი ჩვენია“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

 

მისი თქმით, “უნდა შეწყდეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გადატანილი ბოროტება“. ამიტომ, მან პირობა დადო, რომ დასჯის მათ, ვინც გაანადგურა მისი დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის ნებისმიერ ბლოკპოსტს და ავიაციას, რომელიც ხელს შეუშლის.

 

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ახლახან “ლაჩრულად გაიქცა როსტოვიდან”, არ არ სურს ახსნა, რატომ გაუშვა ვერტმფრენები “ვაგნერელების” განადგურების მიზნით.

 

“ვაგნერი” ემზადება ამ ბოროტების შესაჩერებლად. ჩვენ 25 ათასი ვართ და ვაპირებთ გავარკვიოთ, რატომ ტრიალებს ქვეყანაში ქაოსი, დაისჯება ყველა, ვინც დღეს გაანადგურა ჩვენი ბიჭები“, – აცხადებს პრიგოჟინი.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

 

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ პუტინი უკვე ინფორმირებულია პრიგოჟინის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ახლა „ყველა საჭირო ნაბიჯი“ გადაიდგმება.

 

იმავდროულად, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების“ ფაქტზე. ხოლო რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა პრიგოჟინს მოსთხოვა “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები