spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პრიგოჟინის პრესსამსახურმა არ იცის სად არის ახლა მათი უფროსი

“ვაგნერის” ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა არ იცის სად არის ახლა მათი უფროსი. ის ბოლოს რუსეთში, როსტოვში ნახეს.

 

პრიგოჟინის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ის ჯერ არ არის კავშირზე, ბოლოს როსტოვიდან წასვლისას ნახეს, მაგრამ სად არის ახლა, არ იციან.

 

“ის ყველას გადასცემს მისალმებას და უპასუხებს კითხვებს, როდესაც ნორმალური კომუნიკაციის საშუალება იქნება“, – განაცხადა პრესსამსახურმა რუსულ მედიასთან.

 

23 ივნისს დაწყებული ამბოხი პრიგოჟინმა მოსკოვთან ახლოს შეწყვიტა და განაცხადა, რომ მის დაქირავებულებს გაიყვანს, თვითონ კი ბელარუსში გაემგზავრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები