spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პრინცესა მიურატი კიევს პირველად ეწვია

პრინცესა ვერონიკა მიურატი დე შაბო ტრამკური და პრინცი ალენ მიურატი – ქართველი დადიანების და საფრანგეთის მიურატების დინასტიის შთამომავლები.  XIX საუკუნის ბოლოს იოაჰიმ აშილ მიურატის შვილიშვილი სალომე დადიანზე დაქორწინა, რის შემდეგაც საფრანგეთის დატოვა და სიცოცხლე სამეგრელოში გაატარა, დადიანების ერთ-ერთ საგვარეულო მამულში, სადაც დაკრძალეს კიდეც.

 

დადიანების სახლ-მუზეუმში უნიკალური ისტორიული ექსპონატები ინახება, რომელიც საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტპის ეკუთვნოდა. 

 

1917 წლის რევოლუციის შემდეგ აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატმა დატოვა საქართველო და საფრანგეთში დაფუძნდა. 1997 წელს საფრანგეთის მოქალაქეები პრინცი ალენ მიურატი და პრინცესა ვერონიკა მიურატი დე შამბო ტრანკური საქართველოში დაბრუნდნენ. 2004 წელს მათ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართეს. 

 

პრინცესა მიურატი პირველად ესტუმრა კიევს და Front News-ს თავისი საქმიანობის, ევროპის მონარქიულ ოჯახებთან ურთიერთობების, ქველმოქმედების, მეღვინეობისა და იმ სირთულეების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც მისი ოჯახი საქართველოში აღმოჩნდა.

 

– ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს კლოდ დე კემულარიას მემუარები გადაეცით. გეგმავთ თუ არა სტუდენტების მხარდაჭერის გაგრძელებას და მათთვის ასეთი ინფორმაციების მიწოდებას?

 

– მე ვსწავლობდი საფრანგეთის ისტორიას და საფრანგეთის ინსტიტუტის ისოტრიას საფრანგეთის რევოლუციამდე. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მე არაფერი ვიცი, მაგრამ ჩვენ მივმართეთ კლოდ დე კემულარიას. მას ჰქონდა ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მსოფლიო პოლიტიკის შესახებ, რადგან ის იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი. ის წარმოადგენდა საფრანგეთის ხელისუფლებეას 20 წლის განმავლობაში, ეს ძალიან დიდი დროა. როდესაც ის თბილისში სოხუმის უნივერსიტეტს სტუმრობდა, მისთვის ეს ძალიან საინტერესო იყო, რადგან სტუდენტები ეკითხებოდნენ საქართველოს მომავალზე, რუსეთის მომავალზე. მისი პასუხები იყო ძალიან საინტერესო და ოპტიმისტური. ის ფიქრობდა, რომ საჭირო იყო გაერთიანება. ფიქრობდა, რომ საქართველოსა და რუსეთში მოვა ახალი პოლიტიკური ელიტა და ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. ის ძალიან ოპტიმისტი იყო ამ საკითხში. 

 

– როგორ აფასებთ კონფლიქტს, რომელსაც ჩვენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ვუწოდებთ?

 

– ვფიქრობ, არასოდეს ვიქნებით ამ სიტუაციაზე თანახმა. ვფიქრობ, მომავალი თაობა ბევრ რამეს შეცვლის. თქვენმა თაობა არასოდეს უნდა დაივიწყოს ამის შესახებ. საუკეთესო საშუალებაა იქ ცხოვრება, რადგან თუ ამ ტერიტორიებზე ცხოვრებაზე ყველა უარს იტყვის, იქ რუსები იცხოვრებენ.

 

– თქვენ ფიქრობთ, რომ თუ თითოელი ქართველი ან აფხაზი დაბრუნდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთი ამ რეგიონებიდან გავა?

 

– თუ ქვეყანა იქნება სრულიად ცარიელი, მაშინ რუსეთი იქ სამუდამოდ დარჩება. თქვენი თაობა უნდა მივიდეს იქ და უნდა თქვას – “ეს ჩვენია”. ჩვენთვისაც ასეთი სიტუაციაა. ჩვენ კომუნისტურ რეჟიმთან 80 წლის განმავლობაში ვიყავით კონფრონტაციაში და როდესაც 80 წლის შემდეგ ჩვენ მიწაზე დავბრუნდით, ვთქვით, რომ ეს ჩვენი სახლია, სოფლის მოსახლეობაც ამბობს – “ეს თქვენი სახლია”, თუმცა ხელისუფლება არასოდეს საუბრობს ამის შესახებ.

 

– 2008 წლის ომის დროს თქვენ მიიღეთ დევნილები აფხაზეთიდან

 

– ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ნატო-ში გაწევრიანება სურს. თუ მათ უნდათ, რომ ნატო-ს წევრები გახდნენ, ქვეყანაში დევნილები არ უნდა ჰყავდეთ. ბოლო ომიდან 5 წლის შემდეგ, მათ დევნილებისთვის სახლები მოაწყვეს, იგივე ზუგდიდში, სადაც მათ ძალიან კარგი სახლები და ბინები აქვთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოს ხელისუფლებისთვის. მათ უნდა თქვან – “ჩვენ არ გვყავს დევნილები”. ეს ძალიან კარგია დევნილებისთვის, რადგან ახლა მათ აქვთ სახლები, ბინები, მათი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ადრე. ეს კარგია, მაგრამ არა საკმარისი. ისინი თავიანთ სახლებში უნდა დაბრუნდნენ.

 

– თქვენ დაეხმარეთ ამ ადამიანებს?

 

– ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ვფიქრობ, დევნილები იქ დაბრუნებაზე უარს ამბობებ, რადგან ძალიან სახიფათოა.

– მათ არ სურთ აფხაზეთში ყოფნა, ეს ხაფანგია, მესმის, მე თავად დონეცკიდან ვარ, ეს იგივეა, მეც არ მსურს იქ ჩასვლა, მე ქალაქი სამი წლის წინ დავტოვე და მას შემდეგ იქ არ ვყოფილვარ. რაც შეეხება დევნილებს სირიიდან, იემენიდან, ერაყიდან, შესაძლებელია მათი მხარდაჭერა და დახმარება? ან ამ ადამიანებისთვის საფრანგეთში რაიმე ორგანიზაციის შექმნა?

 

– დიახ. იცით, მაგალითად, როდესაც ქართველი სტუდენტები საფრანგეთში ჩადიან, ისინი ითხოვენ პოლიტიკური დევნილის სტატუსს, რაც არასწორია. საქმე იმაშია, რომ ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან როდესაც ჩადიან საფრანგეთში, ეს მათთვის ოცნებაა. ისინი ფიქრობენ: “ჩვენ გვექნება ფული, არაფერს არ გავაკეთებთ, მაგრამ ფული მთელი ცხოვრება გვექნება. გვაქვს ბინა და გვაქვს ყველაფერი” – ეს არასწორია. ამიტომ ჩასვლის შემდეგ ადამიანები შოკის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ეს ასე არ არის, ცხოვრება მარტივი არ არის. ამიტომ საფრანგეთში ეს ძალიან რთულია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, ახალგაზრდებს, ახალგაზრდა სტუდენტებს კი სამსახური არ აქვთ, არაფერი აქვთ და რთულ მდგომარეობაში არიან. ჩვენი თაობა – იგივე არ არის, რადგან ჩვენი ცხოვრება სრულდება, ჩვენ გვაქვს სახლი, სამსახური, პენსია. ასე რომ, ეს მარტივია ჩვენთვის და არა ახალი თაობისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ არ აქვთ სახლი, ბინა, სამსახური, არაფერი, ამიტომ შურთ ამ ადამიანების, რადგან თუ ჩავლენ, ხელისუფლება მათ ფულს მისცემს, ფრანგებს კი არაფერი აქვთ, ასე რომ, ეს ძალიან სახიფათოა სიტუაციაა სამომავლოდ. 

 

– თქვენ საუბრობდით საქართველოში იმ ვითარების შესახებ, რომელიც კომუნიზმის შემდეგ დარჩა. ვიცი, რომ თქვენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე სახლის დაბრუნება სთხოვეთ, თუმცა მათ უარი თქვეს.

 

– ისინი უარს ამბობებ… ყველაფერი არც ისე გამჭირვალეა, დოკუმენტები გაქრა, როდესაც ჩვენ ჩავედით, იქამდე ერთი კვირით ადრე ეკლესიაში ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ საუბრის უფლებაც არ მოგვცეს. ბევრი რამ იყო ძალიან ცუდი, არასწორი და არანორმალური. ჩემი მეუღლის ოჯახი საქართველოში ორ სასახლეს და სამ ციცხე-სიმაგრეს ფლობს. ვითხოვეთ გარკვევა რატომ დავკარგეთ ეს საკუთრება. ვიყავით პირველი ინსტანციის სასამართლოში, მეორე და მესამე ინსტანციაში და სტრასბურგში, თუმცა სტრასბურგში ყველა დოკუმენტი გაქრა, როგორ არის ეს შესაძლებელი, არ ვიცი, მაგრამ დაიკარგა ყველაფერი და ჩვენ დიდი თანხა დავკარგეთ. მაშინ ვთქვით, რომ ამაზე გავჩერდებოდით, თუ სტრასბურგში ყველა დოკუმენტი გაქრა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ამიტომ ავირჩიეთ მეორე გზა სხვა საკუთრებისთვის. ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ წყალი, სააბაზანო და სხვა ოთახები, სახლის ნახევარი თითქმის დასრულებულია. ახლა მეორე ნაწილი უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ის ძალიან დიდია. ამ დროისთვის შეჩერებული ვართ, არ ვიცით, როდის დავასრულებთ, თუმცა გვსურს, რომ დავასრულოთ.

 

– გეგმავთ თუ არა ისევ მის დაბრუნებას?

 

– არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ხელისუფლებასთან 25 შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, იუსტიციის მინისტრთან, ყველასთან. ყველა ერთი და იგივეს ამბობს – “დიახ, ეს თქვენია, დიახ, ჩვენ შევძლებთ რამე გავაკეთოთ” და არაფერი არ ხდება. უკვე 20 წელია, ეს დიდი დროა, ჩვენ ამჟამად იქ ვცხოვრობთ, მაქვს ჩემი მამამთილის ფოტო ამ სახლში, როდესაც ის ახალგაზრდა იყო, ასე რომ, ეს ჩვენი სახლია და არანაირ დოკუმენტს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ჩვენი სახლია, მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავალში.

 

– თქვენი ოჯახი საქართველოში მეღვინეობით იყო დაკავებული. აკეთებთ თუ არა იგივე საქმეს საქართველოში ან საფრანგეთში?

 

– დიახ, ჩვენ გვსურს, მეღვინეობის აღდგენა, რაინში გვაქვს ღვინის დასამზადებელი სახლი, გვაქვს ახალი პატარა ვენახი, მოგვიწევს ბევრი წელი ლოდინი, რადგან ამ დროისთვის ის ძალიან პატარაა, თუმცა ამ წელს კარგი შედეგი გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს და ვფიქრობთ, რომ ბევრის გაკეთებას შევძლებთ. ბევრი პროექტი გვაქვს და ყოველწელს რაღაცას ვაკეთებთ. ამ ზაფხულს მსურს ამ სახლის ისტორიის და მისი ყველა ცნობილი სტუმრების ფოტოები გამოვფინო. მაგალითად, ეს ოჯახი იყო ძალიან ახლო მეგობარ ნობელის, როტშილდის, ნაპოლეონის მეუღლის, რომელიც აქ ჩამოდიოდა. ამიტომ მინდა სპეციალური გამოფენის ორგანიზება და როდესაც ტურისტები მოვლენ, ისინი თითოეული ფოტოს ისტორიას მოისმენენ. მუზეუმი ლამაზი გაფორმებით და ფოტოსურათებით, ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ამ სახლის ისტორიისთვის.

 

– თქვენ შეგიძლიათ ამ მამულიდან შემოსავალი მიიღოთ

 

– დიახ, ჩემი ორივე შვილი არქიტექტორია და ისინი აქ ყველაფერს სიხარულით აკეთებენ. 

 

– თქვენ ისაუბრეთ ალფრედ ნობელის, როტშილდისა და ნაპოლეონის ოჯახების შესახებ. დღემდე გაქვთ კონტაქტები პოლიტიკოსებთან?

 

– მე ბევრი კონტაქტი მაქვს, თუმცა მე სტუმრების მიღება არ შემეძლო, არ შემეძლო მივიღო ჩემი ოჯახი, რადგან არ მაქვს სახლი, მაქვს პატარა სახლი ზუგდიდში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა მაქვს ძალიან კარგი სახლი და გასულ კვირას მივიღე ორი ძალიან ცნობილი ოჯახი ბელგიიდან. ისინი ჩამოვიდნენ, ძალიან ბედნიერები იყვნენ, მათ შეუძლიათ საქართველოში  ინვესტირება, ამის გაკეთება მსურდა 20 წელი, მხოლოდ ახლა შემიძლია რაიმე კონსტრუქციული გავაკეთო.

 

კონტაქტი მაქვს ასევე ლუქსემბურგელ, მონაკოელ ოჯახებთან, მათ ძალიან კარგად ვიცნობ. მე ვესაუბრე მონაკოს პრინც ალბერტს, მან მითხრა – “დიახ, შემიძლია ჩამოვიდე, თუ გსურს”. მაგრამ ჩემი სახლი სრულად დასრულებული არ არის, ასე რომ, ჯერჯერობით არ ვიცი. ეს რთულია, მაგრამ ვფიქრობ, შეძლებს ჩამოსვლას.  ინგლისში ძალიან კარგად ვიცნობ პრინც ჩარლზს, მაგრამ პოლიტიკოსებთან ეს რთულია, თუმცა ვიმედოვნებ, შევძლებთ ამის გაკეთებას.

 

– შარლ დე გოლმა კიევის შესახებ თქვა, რომ ბევრი სკვერი უნახავს ქალაქებში, თუმცა არასოდეს ქალაქი – სკვერში.

 

– დიახ, ასე, ეს ძალიან კარგია. იგივეა საქართველოში. ჩვენ ძალიან მაღალი ხეები გვქონდა, რადგან ეს ის ქვეყანაა, სადაც ზაფხულში ძალიან ცხელა და ჩრდილი გვჭირდება. ვერ ვხდები რატომ ჭრიან ხეებს, თბილისში ჩვენს ქუჩაზე ამ ზამთარს 4 ხე მოჭრეს, ძალიან დიდი ხეები. რატომ? არ ვიცი, ახალსაც არ რგავენ. მესმის, როდესაც ხე საშიშია, საჭიროა მისი მოჭრა და ახლის დარგვა, მაგრამ არ მინახავს, რომ ახალი ვინმეს დაერგოს. კიევში ძალიან კარგი და ახალი არქიტექტურაა.

 

– როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება უკრაინის შესახებ?

 

– ადრე მქონდა შთაბეჭდილება, რომ ქალაქში ძალიან ცუდი სიტუაციაა. ახლა კი შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაც, ქალაქიც ახალი და დიდია, რომ ამ ქალაქში ძალიან კარგ და მაღალ დონეზეა ცხოვრება. ჩემი დიდი ბებია, პრინცესა ანა. ის იყო იაროსლავის ქალიშვილი და შემდეგ გახდა საფრანგეთის დედოფალი. მას ორი შვილი ჰყავდა – ფილიპ პირველი და რობერტი. ასე რომ, რობერტი ჩემი დიდი ბაბუაა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები