spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“პრინციპების დაცვით მომავალშიც მზად ვართ კონსტრუქციული მიდგომისთვის”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე განხილვის თემა იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

„საინტერესოდ წარიმართება ჩვენი ვიზიტი ვაშინგტონში. გვქონდა შეხვედრა სენატორ რიშთან, მასთან ვისაუბრეთ ჩვენ როგორც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ისე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გვქონდა შეხვედრა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ჯორჯ კენტთან. ასევე გვქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან, კინზინგერთან და კონოლთან, ყველა შეხვედარზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო რეგიონში არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ იმ საკითხზეც, რომ რუსეთი რაღაცნაირად ახერხებეს თავისი გავლენების გაფართოებას სხვადასხვა მიმართუოებით, რაც არის შეშფოთების საგანი, ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს პარტნიორებთან. ასევე, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ  ამ პროცესების განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს, რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, არის მინიშნება, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას.

„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, რაც ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. გვქონდა საუბარი ყველა დეტალზე, არჩევნებთან, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც უკავშირდება არჩევნებს, სისხლის სამართლის საქმეებს, მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, რჩევები არის ძალიან საინტერესო და დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები