spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროექტის “დევნილი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება” გახსნითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით,  ბათუმის დევნილთა მომსახურების ცენტრში პროექტი „დევნილი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება“ მიმდინარეობს.

 

პროექტში მონაწილეობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ღია კონკურსით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ. 

 

პროექტში მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს, 2 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ სამეწარმეო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით, დაამყარონ კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში და თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან.

 

გახსნით ღონისძიებაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, პროექტის მონაწილეებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. 

 

“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვეცდებით, სხვადასხვა საშუალებით დავეხმაროთ მათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ახალგაზრდები გაიზრდებიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ თავიანთი საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და რაც მთავარია, წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაში“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები