spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.  

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები