spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, თბილისში, გარაყანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

 

სამართალდამცველებმა  ბრალდებული 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები