spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურატურამ სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

პროკურატურა პატიმრობის ნაცვლად ელისაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

პროცესი 14:00 საათზე გაიმართება.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები