spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  20 ნოემბერს, ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა  ასევე არასრულწლოვანს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.   

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები