პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადგილზე მიტანილი აქვთ ნაცემი აქტივისტების ფოტოები. გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – “თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს”.
აქციაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმყოფებიან.
მათი განცხადებით, უსამართლო დევნა უნდა შეწყდეს.
დღის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რომელიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ დასრულდება.