spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურორი – გიორგი ბაჩიაშვილს აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, დაიწყება გამოძიება

გიორგი ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. დაიწყება გამოძიება, – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირობითად გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაც ამაზე იქნება გამოყენებული.

“გიორგი ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება, მათ შორის პირობითად გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ამაზე იქნება გამოყენებული”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.

მის წინააღმდეგ ორ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება – ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისებასა და “მტკვარჰესის“ საქმეზე. პარალელურად, მას საზღვრის გაუფრთხილებლად დატოვების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები