spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურორი – კესარია აბრამიძეს 28-ვე ჭრილობა მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, სიკვდილის მიზეზი არის მწვავე სისხლნაკლებობა

კესარია აბრამიძეს 28-ვე ჭრილობა მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში. 4 არის გულ-მკერდის არეში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სიკვდილს. სიკვდილის მიზეზი არის მწვავე სისხლნაკლებობა, – ამის შესახებ პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბრამიძეს გულ-მკერდის გარდა სხვადასხვა სახის ჭრილობები მიყენებული ჰქონდა ხელების, მხრებისა და თავის არეში.

“ექსპერტის მიერ დადგინდა, რომ კესარია აბრამიძეს მიყენებული აქვს 28 ჭრილობა. 28-ვე ჭრილობა მიყენებული არის სიცოცხლის პერიოდში და მოცემულ შემთხვევაში, მიყენებული ჭრილობებიდან 4 არის გულ-მკერდის არეში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დამდგარ შედეგს – სიკვდილს. გარდა გულ-მკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობისა, კესარია აბრამიძის სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის ხელებზე, ზურგში, კისერში, ყელთან, შუბლისა და თავის არეში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება, რომელიც უკავშირდებოდა სიკვდილს, გამომდინარე იქიდან, რომ საერთო ჯამში, სიკვდილის მიზეზი არის მწვავე სისხლნაკლებობა და ეს დააფიქსირა დღეს სამედიცინო ექსპერტიზის გამცემმა ექსპერტმა”, – განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამედიცინო ექსპერტმა ჩვენება მისცა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ კესარია აბრამიძის სიკვდილის მიზეზი ჭრილობებიდან გამომდინარე დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა გახდა. დღევანდელ პროცესს ბრალდებული ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა.

37 წლის ქალი კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მისმა მეგობარმა მამაკაცმა, 26 წლის ბექა ჯაიანმა დანით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები