spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურორი – მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება

პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება. მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება, – ამის შესახებ “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა.

“სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ 11 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, შენობის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ის პოლიციელს თავს დაესხა.

პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება.

მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება და შესაბამისად, ეს პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა“, – განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები