პროფესორ-მასწავლებლები მსვლელობას მართავენ.
“ქართული განათლება საფრთხეშია” – ამ მოწოდებით მარშის მონაწილეები ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის მიმართულებით მიემართებიან.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თსუ-ის სტუდენტები შეუერთდებიან და გმირთა მოედნისკენ გაემართებიან.
19:00 საათიდან გმირთა მოედნისკენ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძვრება.