spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პუტინი – ამ ადამიანებს ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავეებად, რომლებმაც უნდა მიიღონ დამსახურებული შურისძიება

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის უნივერსიტეტის კონგრესცენტრზე დარტყმა იმის გამო მიიტანეს, რომ ამ შენობაში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება მიმდინარეობდა.

“ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმა კონგრესცენტრზე, სუმის უნივერსიტეტზე. სამოქალაქო ობიექტია ეს თუ არა? სამოქალაქოა, მაგრამ იქ იმართებოდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა. ამ ადამიანებს ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავეებად, რომლებმაც უნდა მიიღონ დამსახურებული შურისძიება“, – განაცხადა პუტინმა.

სუმზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 117 კი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის იყვნენ ბავშვებიც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები