spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინი აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვლადიმირ პუტინმა პირველად საჯაროდ დაადასტურა თავისი განზრახვა მეხუთედ იყაროს კენჭი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად.

 

ამის შესახებ მან კრემლში სამშობლოს გმირების დღის აღნიშვნაზე განაცხადა, სადაც ჰკითხეს აპირებდა თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

 

“დიახ, ვაპირებ”, – აღნიშნა პუტინმა.

 

მანამდე მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მომდევნო ვადით ხელახლა აირჩევა ხმების 90%-ზე მეტით.

 

მისივე თქმით, პუტინი “ეყრდნობა ხალხის მხარდაჭერას და ახორციელებს თავის მთავარ ინტერესს – ცხოვრების დონის გაუმჯობესებას”.

 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში გაიმართება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები