spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინი – ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას, რასაც ვუპასუხებთ ყველა საშუალებით

დასავლეთ პოლონეთის ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონეთისთვის, ჩვენმა მეგობრებმა ვარშავაში დაივიწყეს ეს? ამას ჩვენ მათ შევახსენებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელარუსის მიწებზეც.

 

“სავარაუდოდ, პოლონელი ლიდერები ნატოს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას ეყრდნობიან, რათა უშუალოდ ჩაერთონ უკრაინის კონფლიქტში იმ მიზნით, რომ საკუთარი თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მოწყვიტონ. დაიბრუნონ თავიანთი ისტორიული მიწები, როგორც ფიქრობენ, ამჟამად დასავლეთ უკრაინაში. ცნობილია, რომ ისინი ოცნებობენ ბელარუსის მიწებზეც. რაც შეეხება უკრაინის რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. მათ თუ უნდათ, უღალატონ თავიანთ ქვეყანას და გაყიდონ რაღაცები, როგორც ამას ყველა მოღალატე აკეთებს, რათა გადაუხადონ პატრონებს, ეს მათი საქმეა. ჩვენ არ ჩავერევით. რაც შეეხება ბელარუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია. ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

 

1939 წელს პოლონეთი მიატოვეს დასავლელმა მოკავშირეებმა, შეაგდეს გერმანიის საომარ მანქანაში და პოლონეთმა ოფიციალურად დაკარგა დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის წყალობით აღდგა. სწორედ საბჭოთა კავშირის, სტალინის გადადგმული ნაბიჯების წყალობით, პოლონეთმა მიიღო მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთში – გერმანული მიწა. ეს ფაქტია“, – განაცხადა პუტინმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები