რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
”ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში. იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ “კოლეგებზე”, – აღნიშნა მან.
პუტინის თქმით, იგი “გაკვირვებული იყო იმ გამბედაობით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობამ დაიცვა თავისი პოზიცია ბოლოდროინდელ კანონპროექტებზე”.
“როდესაც საქართველოს მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს გაკვირვებული ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელმძღვანელობასთან, არავითარი ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ მე უბრალოდ გავოცდი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც მათ გამოავლინეს იმისათვის, რათა საკუთარი პოზიცია დაეცვათ. ახლა ამ პოზიციას არც შევაფასებ”, – განაცხადა პუტინმა.