spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინი – დასავლეთი პროვოცირებს კონფლიქტებს, თესავს სიძულვილს, ანადგურებს ოჯახურ ფასეულობებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი კატასტროფაა, მაგრამ ის რუსეთს არ დაუწყია, არამედ “პროვოცირებულია“ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში აღლუმის დროს განაცხადა.

 

“უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი, ეს არის უკრაინაში არსებული კატასტროფის მიზეზი“, – განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, “ნამდვილი ომი გაჩაღებულია მისი სამშობლოს წინააღმდეგ”.

 

“დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტი შემობრუნების მომენტშია. ნამდვილი ომი კიდევ ერთხელ დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. ჩვენთვის, რუსეთისთვის, არ არსებობს არამეგობარი არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში”, – განაცხადა პუტინმა.

 

მისი მტკიცებით, “დასავლეთი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს”.

 

“დასავლეთი საუბრობს თავის ექსკლუზიურობაზე, პროვოცირებს კონფლიქტებს, თესავს სიძულვილს, ანადგურებს ოჯახურ ფასეულობებს, რათა განაგრძოს თავისი ნების თავს მოხვევა ხალხებზე“, – განაცხადა პუტინმა.

 

აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ცალკე მიმართა თავის “მეომრებსაც“, რომლებიც ახლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. პრეზიდენტი, რომლის ქვეყანაც კოლოსალურ ზარალს განიცდის, ამბობს, რომ რუსეთი “მათთვის ლოცულობს“.

 

“თქვენზეა ქვეყნის უსაფრთხოება. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას – იბრძვით რუსეთისთვის. მთელი ქვეყანა გაერთიანდა, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს გმირებს, ისინი თქვენთვის ლოცულობენ“, – განაცხადა პუტინმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები