რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “ომის გაფართოებით“ იმუქრება, თუ დასავლეთი უკრაინას შორი მოქმედების იარაღს მიაწოდებს.
“რაც უფრო მეტი დისტანციური სისტემა შევა უკრაინაში, მით უფრო გავაცილებთ საფრთხეს ჩვენს საზღვრებს“, – აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინის ომის “გლობალური დაპირისპირების ფაზად“ გადაქცევაში.
გარდა ამისა, გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში “ატომური შემაკავებელი ძალების უახლესი სისტემებით აღჭურვა 91%-ზე მეტია“.