რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
პუტინს აეროპორტში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ და სამიტზე ერთი მანქანით წავიდნენ, რომელსაც პუტინი იყენებს.
სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები – ალექსანდრე ლუკაშენკო, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, სადირ ჯაფაროვი და ემომალი რაჰმონი.
გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინის და ფაშინიანის ცალკე შეხვედრაც.
აღსანიშნავია, რომ პუტინის ერევანში ჩასვლის წინააღმდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.