spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალ პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს ბადრა გუნბას შეხვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. საარჩევნო კამპანია აფხაზეთში მღელვარედ წარიმართა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

მან პირობა დადო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას, რაც მას დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

გუნბამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ, მოსკოვის მხარდაჭერით, აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს განვითარდეს და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები