spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინი – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ახლა მშვიდია

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ახლა მშვიდია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განუცხადა.

 

“ჩვენი ურთიერთობები ახლა მშვიდია, მათ ასევე დიდი ინტერესი აქვთ მეზობლებთან თანამშრომლობის“, – განაცხადა პუტინმა საქართველოსთან რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებზე საუბრისას.

 

როგორც მან აღნიშნა, დსთ-ის ქვეყნების მიმართ საქართველოს დამოკიდებულების გაუარესება “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის პროვოკაციების შემდეგ მოხდა. 

 

“გაურკვეველია, რა კავშირი აქვს დსთ-ს. ჩემი აზრით, ისინი თავად არიან დამნაშავე, ეს მათი არჩევანია. კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში მათ აქვთ მინიმუმ მეტი ეკონომიკური სარგებელი, ვიდრე ამ ჩარჩოს მიღმა”, – განაცხადა პუტინმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები