რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “გამარჯვებასა” და “დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ჰპირდება.
“რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში.
რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფოს განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნული ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის გაგზავნილ მილოცვაში.
1993 წლის 30 სექტემბერს, ომის შემდეგ, სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კოდორის ხეობისა.