დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, ამ მომენტიდან გლობალური სახე შეიძინა.
აგრესიული ქმედებების ესკალაციის შემთხვევაში ჩვენც აგრესიულად და სარკისებურად ვუპასუხებთ. ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეგმებს აყალიბებენ“, – განაცხადა პუტინმა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას უკრძალავდა. უკრაინამ „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე პირველად 19 ნოემბერს გამოიყენა.