spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ

რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი და ის დღეიდან შევიდა ძალაში.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუბლის რეკორდული გაუფასურება გამოიწვია.

 

ამას გარდა, პრეზიდენტის განკარგულება უკრძალავს რუსეთის რეზიდენტებს „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებად სტრუქტურებს, უცხოური ინვესტიციების მაკონტროლებელი სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლში კრედიტის აღებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები