spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინისა და მიშუსტინის თვითმფრინავებმა მოსკოვი სასწრაფოდ დატოვეს

რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინისა და პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის თვითმფრინავებმა მოსკოვი სასწრაფოდ დატოვეს, – ინფორმაციას “ბელარუსის გაიუნი” ავრცელებს.

 

მისი ინფორმაციით, ბუნკერის დიქტატორის თვითმფრინავი Il-96-300PU (RA-96022) მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 14:16 საათზე აფრინდა, ის ვალდაისკენ მიემართება, სადაც პუტინის რეზიდენცია მდებარეობს.

 

ამასთან, აღნიშნულია, რომ 14:44 საათზე ვნუკოვოდან იმავე მიმართულებით აფრინდა კიდევ ერთი სამთავრობო თვითმფრინავი Tu-214PU (RA-64520). პრემიერ-მინისტრ მიშუსტინის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით გაფრინდა.

 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ოჯახთან ერთად დატოვა დიმიტრი მედვედევმაც.

 

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინი “კრემლში მუშაობს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები