spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პუტინმა უკრაინას სანქციები დაუწესა

მოსკოვი: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინისთვის სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. 

 

დოკუმენტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ინდივიდუალური და იურიდიული პირების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები ამოქმედდება.

 

ბრძანება ძალაში 22 ოქტომბრიდან შევიდა და იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ უკრაინა უარს იტყვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისი წინააღმდეგ არსებულ “შემაკავებელ ზომებზე”. 

 

ვლადიმერ პუტინმა ივნისში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების “არამეგობრული ქმედებების” საპასუხოდ სანქციების შემოღების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

 

ივლისში რუსულმა “კომერსანტმა” თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე იწყებდა მუშაობს.  

 

ამ დროისთვის უკრაინის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 1700-მდე ფიზიკურ და 700-მდე იურიდიულ პირს შეეხო, მათი უმეტესობა რუსეთიდან არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები