უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუოდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.