ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
დაღუპულთა შორის არის 90 ავღანელი, ასევე 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
ქაბულის აეროპროტთან ორი აფეთქება 26 აგვისტოს ტერორისტმა-თვითმკვლელებმა განახორციელეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.