spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქალაქ ეისკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ავიაგამანადგურებლის დაცემის შედეგად გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 21 ადამიანი

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული “სუ 34”-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

 

სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ორი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ასევე გაუჩნდა საავიაციო საწვავს.

 

ვრცელდება ვიდეო-კარები, რომელშიც ჩანს, რომ ბომბდამშენი დაბალ სიმაღლეზე დაფრინვდა, შემდეგ რაღაც განათდა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.

 

არაოფიციალური მონაცემებით, ხანძარმა სულ მცირე 17 ბინა დააზიანა, ცეცხლი გარკვეულწილად შეეხო 45-ს. ერთ-ერთ სადარბაზოში მეცხრე-მეხუთე სართულების ჭერი ჩამოინგრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მცხოვრები ზედა სართულებიდან გადმოხტა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

 

ამ დროისთვის ცნობილია სამი გარდაცვლილის შესახებ, მსხვერპლი შესაძლოა, მეტი იყოს. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

 

მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. პილოტების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავზე გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია.

 

იეისკი ოკუპირებული მარიუპოლიდან ტაგანროგის ყურის (აზოვის ზღვა) მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები