ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მამაკაცი ადგილზე დააკავეს.
გამოძიება 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.