პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა სიას ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში ქარტიას ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა: „საქართველოს მწვანეთა პარტია“ – გია გაჩეჩილაძე, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია, „დროა“ – ელენე ხოშტარია, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია, „კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი, „ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძე, „ახალი“ – ნიკა მელია, „მოქალაქეები“ – ქეთევან თურაზაშვილი, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ – კახაბერ დვალიშვილი, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – ირაკლი ჯამბურია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ – პაატა მანჯგალაძე, „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია, „რესპუბლიკური პარტია“ – დავით ბერძენიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თინა ბოკუჩავა, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა.
“ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, თამარ კორძაიამ, ხატია დეკანოიძემ და არმაზ ახვლედიანმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა.