თბილისი: “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატად დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის წარდგენაზე შეჯერდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Front News-ს “ქართული ოცნებაში” კულუარულად დაუდასტურეს.
წყაროს ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატზე დახურული მსჯელობა მიმდინარე კვირას დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ელოდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის განხილვა ფაქტობრივად დაადასტურა.
“საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გუნდში ნამდვილად მიმდინარეობს და ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გახდება ცნობილი მაშინ, როცა ამის დრო იქნება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში არაერთი ღირსეული წევრია, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება შეუძლია. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს – ის პატივისცემით სარგებლობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთაც და დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტშიც. საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე არჩეული ქვეყნის ლიდერი იქნება მეხუთე და ბოლო პრეზიდენტი, ვისაც საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს.