“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების: წაღვლის, წეღვერის, კლდისწყაროს, ქვემო ბროლოსანის, ზემო ბროლოსანის, ტიტვინის წყაროსა და ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.
“მშვიდობას რომ დღეს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, ეს ყველაზე მეტად აქაურმა მოსახლეობამ იცის. ჩვენი სწორი არჩევანით კი შევძლებთ ჩვენს ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა მოვუტანოთ“, – განაცხადა ზაალ დუგლაძემ.