spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების” ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” ახალციხის  ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. 

 

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. 

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. 

 

კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე. 

 

დღესვე, კონფერენციები გაიმართება ადიგენსა და ბორჯომში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები