spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ქართული ოცნების” დეპუტატი აცხადებს, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მაია მენაღარიშვილის განცხადებით, მისი ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.

"როგორც ვიცი, იგეგმება“,- განაცხადა მენაღარიშვილმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე.

თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე გამართული პარლამენტის სხდომისას გასული წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიღებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები