spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების“ დიდუბის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირმა ზავრადაშვილი აირჩიეს, ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ – რიმა ბერაძე

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართა, რომელშიც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდნენ. 

 

კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

 

“ქართული ოცნების“ დიდუბის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირმა ზავრადაშვილი აირჩიეს, ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ – რიმა ბერაძე.

 

“ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 კონფერენციას მართავს. პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები