spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების“ კონფერენციებზე თელავისა და ახმეტის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში  დაიწყო. 

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კონფერენციები გაიმართა  თელავსა და ახმეტაში, რომელზეც  ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები  და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

 

“ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს.

 

ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარედ  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აირჩიეს. 

 

ხვალ პარტიული კონფერენციები ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები