პარტია “ქართული ოცნების“ კვოტით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილია ვასილ მაღლაფერიძე.
ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს 2017 წლის 6 იანვარიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატად სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილია ლაშა ტუღუში.