spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს

პარტია “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა. 

 

მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ეფექტურობის მიზნით, შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები. 

 

საპარლამენტო გუნდისა და მთავრობის წევრთა შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები