spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

“ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

“უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი

მიმდინარე კვირაში ასევე დაინიციირდება:

FARA-ს ამერიკული კანონი

მედიის კანონი, რომელიც ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ასევე, დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება:

საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას

არასამთავრობო ორგანიზაციების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას

ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას

მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები