spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ქართული ოცნების” ოფისთან 12 პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

 

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები