“ქართული ოცნების” მოქმედი წევრები ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდნენ.
ელგუჯა გურგენიძე ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ის ამბროლაურის მერობის კანდიდატი იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
ოთარ პატეიშვილი კი, რომელიც საკრებულოს წევრია “ქართული ოცნებიდან”, ლანჩხუთში იყრის კენჭს.
მათი თქმით, “ქართული ოცნების” დატოვების მიზეზი ქვეყნის და გუნდის მიმართ დამოკიდებულებაა.
“ნაციონალური მოძრაობის” ახალი წევრები დღეს ხატია დეკანოიძემ წარადგინა.