spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დასრულდა

“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დასრულდა. 

 

მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მესტიაში, ხობში, სენაკსა და ფოთში ოთხი დღის განმავლობაში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

 

“ქართული ოცნების“ მარტვილის ორგანიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს.

 

აბაშის ორგანიზაციას – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია;

 

ზუგდიდის  ორგანიზაციას –  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია;

 

წალენჯიხის ორგანიზაციას – ბაკურ სონგულია;

 

ჩხოროწყუს ორგანიზაციას –  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა;

 

მესტიის ორგანიზაციას – მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი;

 

ხობის ორგანიზაციას – ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია;

 

სენაკის ორგანიზაციას – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია;

 

ფოთის ორგანიზაციას – ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე.

 

“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთსა და კახეთში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები