spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა

“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა.

 

გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

გორის ორგანიზაციას – გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს, ხაშურის ორგანიზაციას – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, ქარელის ორგანიზაციას – ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, კასპის ორგანიზაციას – კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე.

 

მიმდინარე კვირაში პარტიული კონფერენციები გაიმართება კახეთის რეგიონში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები