spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბში “გორბის” ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას ოვაციებით შეხვდნენ

“ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბში „გორბის” ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

 

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელებს დაფასებისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “მის ქალაქთან ვალშია”.

 

“გამარჯვების მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა მეც და ჩემს გუნდსაც. დიდი მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს ქუთაისს ამ დაფასებისთვის და გვერდში დგომისათვის. ვალში ვარ ჩემ ქალაქთან და პირობას ვიძლევი, რომ აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ველოდები ჩემი დანარჩენი მეგობრების გამარჯვებას ყველა ქალაქში. ხალხმა კიდევ ერთხელ გადააფასა პირველი ტურის შედეგები და დაინახა, რომ ის შედეგი, რომელიც პირველი ტურის შემდეგ დადგა, არ იყო ქალაქის განვითარებისთვის მისაღები, ამიტომ მეტი ძალისხმევით ვიმუშავეთ და დავდეთ ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

“იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, იოსებ ხახალეიშვილს 51,9% აქვს, ხატია დეკანოიძეს – 48,1%.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები