spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების” რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

“ქართული ოცნების” რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

ხუთმა მათგანმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლა, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატია, ორმა კი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს ირაკლი კობახიძემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატია მიხეილ ყაველაშვილი.

პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.

კენჭისყრამდე საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა, დადგენილებების პროექტები დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები